გავლენიანმა ბიზნეს-გამოცემამ წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტიკტოკერები დაასახელა. სიის სათავეში 17 წლის ჩარლი დამელიოა.

ჩარლი ტიკტოკზე პირველად 2019 წლის ივნისში გამოჩნდა. მისი ცეკვის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და რამდენიმე დღეში, ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდიდან ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. მალევე, ჩარლი მომღერალმა Bebe Rexha-მ ბრუკლინში, Jonas Brothers-ის ტურნეს ფარგლებში გამართულ საკონცერტო შოუზე მიიწვია. ამის შემდეგ, ჩარლის მშობლიური კონექტიკუტი დატოვა და ლოს ანჯელესში გადავიდა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩარლის ტიკტოკზე 133 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი სპონსორების სიაში კი, ისეთ კომპანიებს ვხედავთ, როგორებიცაა: Invisalign, Morphe Cosmetics, Dunkin’ Donuts.


გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტიკტოკერები

Charli D’ Amelio – 17.5 მილიონი დოლარი


Dixie D’ Amelio – 10 მილიონი დოლარი


Addison Rae – 8.5 მილიონი დოლარი


Bella Poarch – 5 მილიონი დოლარი


Josh Richards – 5 მილიონი დოლარი


Kris Collins – 4.75 მილიონი დოლარი


Avani Gregg – 4.75 მილიონი დოლარი