ყველასთვის საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი Flormar ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება. ახლახანს თბილისში, კერძოდ გლდანის „სითი მოლში“, ბრენდის ახალი მაღაზია გაიხსნა. Flormar კოსმეტიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელმისაწვდომი ბრენდია. მისი ისტორია გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან იწყება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დაარსების დღიდან, ეს არის ბრენდი, რომელიც ცდილობს უნიკალური და ტრენდული მაკიაჟი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ახალ მაღაზიასთან ერთად, ბრენდმა ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი კოლექციაც – Green Up წარადგინა. რაც დრო გადის, მოდისა და სილამაზის ინდუსტრიებში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჯანსაღ და მდგრად მიდგომებს. თანამედროვე მომხმარებლის ინტერესები და სურვილები აღარ არის მხოლოდ ვიზუალურ შედეგებზე ორიენტირებული, მეტიც, დღეს ისე, როგორც არასდროს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის ეთიკური მხარე. გამომდინარე იქიდან,თუ რამხელა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო, სადავოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ “Beauty” ინდუსტრია ლამაზთან ერთად, წინდახედულიც უნდა იყოს. როდესაც ეთიკურ და წინდახედულ მიდგომებზე ვსაუბრობთ, კოსმეტიკური კომპანიების შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი სწორედ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი ბრენდები გვახსენდება.

Flormar-ის ვეგანური Green Up კოლექცია მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც ყოველთვის, პროდუქტების სელექცია შედგება ტრენდული და აქტუალური პროდუქტებისგან, რომელიც ჩვენს სილამაზის რუტინას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. ბუნების სილამაზით, ფერებითა და ტექსტურებით შთაგონებული Green Up კოლექცია 97%-მდე ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება. ის FSC სერტიფიცირებულია და აქვს ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა.


გლდანის „სითი მოლში“ გახსნილ ახალ მაღაზიაში, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ Green Up კოლექციაც. განსაკუთრებით სასიხარული სიახლეს კი, წარმოადგენს ის, რომ ახალ მაღაზიაში სრულ კოლექიაზე მოქმედებს 2+1 აქცია – ორი პროდუქტის შეძენისას, მესამე გადმოგეცემათ საჩუქრად. რაც შეეხება ბრენდის სხვა მაღაზიებს, მათ შეგიძლიათ ესტუმროთ: საბურთალოს „სითი მოლში“, „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლში“, წინასაახალწლოდ შერჩეულ კოლექციებზე ამ მაღაზიებშიც შეხვდებით 2+1 აქციას.
გამოიწერეთ ბრენდის ოფიციალური გვერდი ინსტაგრამზე: @flormargeorgiaofficial.