ზაფხული სადღესასწაულო განწყობით გამორჩეული სეზონია. მზიანი ამინდი ფესტივალებთან, გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. წელიწადის ამ დროს, ადამიანები მეტად თავისუფლდებიან, რაც ჩაცმის სტილსა და მაკიაჟშიც გამოიხატება. KIKO Milano-მ ამჯერადაც გაითვალისწინა მომხმარებლის სურვილები და მრავალფეროვანი საფესტივალო კოლექცია – Festival Glow წარადგინა.

სიახლე არავისთვის არის ის, რომ საფესტივალო მოდა სწორად შერჩეული მაკიაჟის გარეშე წარმოუდგენელია – საფესტივალო მაკიაჟის ტრენდმა, ჩვენს განწყობასთან ერთად, ინდივიდუალიზმის გამოხატვის საშუალებაც მოგვცა.  თუმცა, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს სწორად შერჩეული მაკიაჟი. სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწე ყველა პროფესიონალი იზიარებს მიდგომას, რომ კარგი მაკიაჟი იწყება კანის მოვლით. ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც დროის დიდ ნაწილს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ფესტივალებზე, საზღვაო კურორტებსა, თუ წვეულებებზე ვატარებთ, მზისგან დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

კოლექცია: Festival Glow.

“კიკო მილანოს” ახალი Festival Glow კოლექციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც სწორედ მზისგან დამცავი ნივთიერება SPF არის. ჯანსაღი კანის და შესაბამისად, მაკიაჟისთვის იდეალური ბაზის მისაღებად, ბრენდი გვთავაზობს სახის და სხეულის, აგრეთვე ტუჩის მზისგან დამცავ საშუალებებს,  რომლებსაც დატენიანების ფუნქციაც აქვს. შემადგენლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ KIKO Milano-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  ბრენდისათვის სილამაზეზე ზრუნვა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს.

იმისათვის, რომ სადღესასწაულო განწყობა არაფერმა გაგვიფუჭოს და მთელი დღის განმავლობაში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ჩვენს საფესტივალო Beauty რუტინაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავუთმოთ მდგრადი, მსუბუქი, მბზინავი სტრუქტურის ტონალურ კრემსა და პუდრს. “კიკო მილანოს” ახალი Fresh Feel Foundation SPF 30-ის და Powder Foundation SPF 50-ის შემცველობით, იდეალურია ზაფხულის გრძელი დღეებისთვის.

ამის შემდეგ, შეგვიძლია გადავიდეთ დეკორატიულ ნაწილზე –  ფერად, მბზინავ და მკვეთრ კოსმეტიკაზე, რომელიც საბოლოოდ სრულყოფს ზაფხულის სადღესასწაულო იმიჯს. თუ თვალის გამოკვეთილი მაკიაჟის გაკეთება გსურთ, გირჩევთ Back On Stage ჩრდილების პალეტი სცადოთ, Metallic Loose Eyeshadow-სთან  კომბინაციაში. ეს კიდევ უფრო მეტ ინტენსივობას მიანიჭებს თქვენს ლუქს. მაღალი პიგმენტაცია შესაძლებლობას მოგცემთ,  თქვენი მაკიაჟი კიდევ უფრო კრეატიული, გამომხატველი და არტისტული გახადოთ.

რა თქმა უნდა, კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტუჩსაცხებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ KIKO Milano-ს ტუჩსაცხების ხაზმა ერთგვარი რევოლუციაც კი მოახდინა სილამაზის ინდუსტრიაში.

გამომდინარე აქედან, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამჯერადაც ბრენდი მიმზიდველ არჩევანს გვთავაზობს. იქნება ეს გლუვი, კრემისებრი, მკვეთრი, წყლის მიმართ მდგრადი, თუ სრული დაფარვის ტექსტურით – ახალ კოლექციაში ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს შეარჩიოს ფესტივალისთვის იდეალური ტუჩსაცხი.

FESTIVAL GLOW LIPSTICK

Festival Glow აგრეთვე აერთიანებს ბლაშებს, ჰაილაითერებს, ფრჩხილის ლაქებს – ყველა იმ საჭირო პროდუქტს, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი სადღესასწაულო მაკიაჟის შესაქმნელად. ახალი კოლექციის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც, KIKO Milano-ს ოფიციალურ  მაღაზიებში. 

ჩვენი მკითხველისთვის კი, განსაკუთრებით სასიხარულო სიახლეს გვაქვს – 20 ივნისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ექსკლუზიურად SHOPSHOP.ge-ზე, Visa-ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.