NCT-ის წევრი ჯენო ლი იტალიური ბრენდის, ფერაგამოს ახალი გლობალური ელჩია. ის არა მხოლოდ პირველი K-Pop ელჩია ბრენდისთვის, არამედ პირველი მამაკაცი, რომელმაც აღნიშნული როლი მოირგო.
ჯენო გასულ თებერვალს, ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებას დაესწრო და თავისი გამოცდილების შესახებ ინსტაგრამზე 6 მილიონ გამომწერსაც გაუზიარა.
“ჯენო ლი ძალიან ქარიზმატულია, მას აქვს შესაძლებლობა უშუალოდ ეკონტაქტოს ახალ თაობას და გადმოსცეს საკუთარი შინაგანი სამყარო მუსიკით, სტილითა და ხასიათით,” აღნიშნა მაქსიმილიან დევისმა, ფერაგამოს კრეატიულმა დირექტორმა BoF-თან საუბარში, “ჩვენ ერთნაირად გვამოძრავებს ვნება შემოქმედებისადმი.”
რაც შეეხება ჯენოს, მან თქვა, რომ იგი “მოხარულია, რომ აქვს საშუალება ითანამშრომლოს ბრენდთან, რომელსაც დიდი ისტორია და განუმეორებელი სტლი აქვს.”
K-Pop არტისტი მოდაში ახალი ფიგურა არ არის. შარშან სექტემბერში, მან პიტერ დოს ჩვენება შავ კოსტიუმში გახსნა, რითაც იგი პირველი კორეელი გახდა, რომელმაც ნიუ-იორკში წამყვანი დიზაინერის ჩვენება გახსნა.
ევროპული და ამერიკული ბრენდებისთვის კორეელი ვარსკვლავების ამბასადორებად დასახელება უკვე ჩვეული სიახლეა, თითქმის ყველა ლაქშერი ბრენდის ელჩების სიაში ერთ კორეელ ვარსკვლავს მაინც ვხვდებით. აღნიშნული K-Pop-ის მსოფლიო გავლენასა და მათ პოპულარობაზე პირდაპირ მიუთითებს.