კიმ ჯონსი ოტ-კუტიურის გაყიდვებს გულმოდგინედ აკვირდება და თითოეულ კლიენტს პირად წერილს უგზავნის. მან ზუსტად შეისწავლა, რა მოსწონთ ფენდის მყიდველებს და კოლექციებსაც შესაბამისად ქმნის, ისეთი ქალების შთაგონებით, როგორებიც არიან დელფინა დელეტრეზ ფენდი, სილვია ვენტურინი ფენდის ქალიშვილი, რომლის მეგობრებიც არიან ქეით მოსი, ნაომი ქემბელი, დონატელა ვერსაჩე და სხვანი.
ელეგანტურობა და ერთგვარი მინიმალიზმი ფენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურ კოლექციის პოდიუმზე უჩვეულოდ ჭარბობდა. მდიდრული ნაჭრები და საინტერესო დეტალები, მაგალითად აქცენტები კლაჩებზე, ყურადღებას იქცევდა. დელფინას მიერ შექმნილმა სამკაულების პირველმა კოლექციამ “Fendi Triptych-მა” ასევე ითამაშა დიდი როლი კიმის შთაგონებაში. “როდესაც დელფინას კოლექცია პირველად ვნახე, თითქოს ბუნებრივად დავიწყე მასზე ფიქრი. [კოლექციამ] შთამაგონა შემექმნა სილუეტები, რომლებიც “ყველაფერი” და “არაფერი” ერთდროულად იქნებოდნენ,” აღნიშნა კიმ ჯონსმა Vogue-ის სარა მაუერთან საუბრისას.
იხილეთ კოლექცია:












იხილეთ ჩვენება სრულად: