Fendi-ის მამაკაცის ახალი კოლექცია, რომელიც სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობით არის შთაგონებული, ხელმისაწვდომი სულ მალე გახდება. კაფსულა კოლექციაში, რომლის სახელწოდებასაც Fendi Active Basketball წარმოადგენს, საკალთბურთო სამოსსა და აქსესუარებზე იტალიური მოდის სახლის კოდები, Fendi Roma და FF ლოგოები იქნება გამოყენებული. ის მოიცავს ჯერსის მაისურებსა და შორტებს, სნიქერებს, “ბომბერ” ჟაკეტს, წინდებს, სპორტულ სამაჯურებსა და თავსახვევს, კეპს, ბურთიან ბრელოკსა და 10,000 დოლარის ღირებულების კალათბურთის ფარს.

© Fendi

კოლექცია გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით 1 ივნისიდან გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება Fendi-ის ვებგვერდსა და მაღაზიებში. გარდა ამისა, 1-დან 14 ივნისის ჩათვლით სპეციალური ფოფ-აფ სივრცე მოეწყობა Saks Fifth Avenue-ში. უნივერმაღის ნიუ-იორკის flagship-ში Fendi Active Basketball მეშვიდე სართულზე განთავსებულ კაცის დეპარტამენტში მოწყობილ დაბრენდილ მინი საკალათბურთო მოედანზე გაიყიდება.