ფენდიმ ახალი კოლექცია ტრადიციულად მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა.
კოლექციაზე რომაული მოდის სახლის ორმა კრეატიულმა დირექტორმა – სილვია ვენტურინი ფენდიმ და კიმ ჯონსმა იმუშავეს, თუმცა მათ ამჯერად ფენდის ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩართეს – რამდენიმე ლუქი დელფინა დელეტრეზ ფენდისთან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც დიზაინერებს ფინალშიც შეუერთდა.
2022 წლის გაზაფხულის სეზონისთვის ფენდიმ ანტონიო ლოპეზის არქივული ილუსტრაციებიც გამოიყენა. “ის ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო მოდაში,” ამბობს კიმ ჯონსი ლოპეზზე, “თუმცა მასზე საკმაოდ ცოტას საუბრობენ. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კარლთან და ფენდისთან, მას წილი მიუძღვის ქალის სამოსის უძლიერესი სილუეტების შექმნაში, რადგან მას ისინი უყვარდა.” კიმის თქმით გამოყენებული ილუსტრაციები 1960-იანი წლების ბოლოდან და 1970-იანი წლების დასაწყისიდანაა.