სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულზე, Versace-ს გახმაურებულად დაანონსებული საიდუმლო პროექტის პრეზენტაცია შედგა. ჩვენებაზე იტალიური მოდის სახელგანთქმული ბრენდების გაერთიანება ვიხილეთ. დონატელა ვერსაჩემ და კიმ ჯონსმა თანამშრომლობას პომპეზური და სანახაობრივი ხასიათი შესძინეს. კოლაბორაციის გასამჟღავნებლად დიზაინერებმა დამოუკიდებელი შოუ მოაწყვეს, რომელიც 2 სეგმენტად დაიყო. პირველ ნაწილში ვიხილეთ Versace by Fendi, მეორე ნაწილში – Fendi by Versace.
თითქმის 8 თვის შემდეგ, გახმაურებული კოლექცია გაყიდვაში გამოვიდა.
კოლაბორაციული კოლექციის გაყიდვაში გამოსვლას წინ უძღოდა სარეკლამო კამპანიის გავრცელება. კამპანია მოდის ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა გადაიღო.
Fendace – ახალი კამპანია








