Fashion Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდური დაჯილდოებაა, რომელიც ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით იმართება. წლევანდელი ღონისძიება ციფრული იყო, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით ნახევარ საათიანი ფილმის პრემიერა შედგა. ფილმი მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ წლევანდელ მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს და ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში ოც გამარჯვებულს ავლენს.
Fashion Awards 2020 – ჩანაწერი
2020 წლის ‘Fashion Award’ გადაეცათ იმ დიზაინერებს, ბრენდებს, შემოქმედებს და ინდივიდებს, რომლებმაც წელს მოდის ინდუსტრიაში დადებითი ცვლილებები განახორციელეს, უსამართლობას წინ აღუდგნენ, გლობალურ პანდემიაზე სათანადო რეაგირება მოახდინეს და შემოქმედებითობა განავითარეს.
დაჯილდოების ნაწილია მიმდინარე წლის გამორჩეული ახალგაზრდა შემოქმედების სიის გამჟღავნებაც, რომელშიც უკვე ზედიზედ ორი წელია ქართელ ფოტოგრაფ დავით გიორგაძესაც ვხვდებით.
როგორც BFC – ის განცხადებაში ვკითხულობთ, ნომინანტები ჰუმანიტარული ძალისხმევის, ბიზნეს მოდელებთან ადაპტირების, თავიანთი საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირების, ლიდერობისა და შემოქმედებითი უნარისთვის დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ: გარემო, საზოგადოება, ხალხი და შემოქმედებითობა.
საზოგადოება – გამარჯვებულები
Emergency Designer Network (EDN) (Bethany Williams, Cozette McCreery, Holly Fulton, Phoebe English)
შემოქმედებითობა – გამარჯვებულები
Prada, Miuccia Prada და Raf Simons
გარემო – გამარჯვებულები
Paul Polman
ხალხი – გამარჯვებულები