სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად იცვლება, თუმცა კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები აქტუალობას არც ერთ ეპოქაში არ კარგავს. დღეს სილამაზის ინდუსტრია იმაზე მასშტაბური და მრავალმხრივია, ვიდრე ოდესმე, თუმცა მრავალფეროვნებისა და დიდი კონკურენციის გათვალისწინებითაც კი, იშვიათია ბრენდი, რომელმაც საუკუნოვანი ისტორია შექმნა. AVON 1886 წელს დაარსდა და დღესდღეისობით, საერთაშორისო მასშტაბით, გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია ხარისხიან, თუმცა ამავდროულად ხელმისაწვდომ პროდუქციასთან ასოცირდება.
AVON მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის არის საქართველო, სადაც ბრენდი უკვე 15 წელია ოპერირებს. რამდენიმე დღის წინ, Avon-მა მომხმარებელს ახალი სუნამო, სახელწოდებით “Far Away Beyond The Moon” გააცნო. Belle de Nuit (ღამის მშვენება) – ასე ჰქვია ყვავილს, რომელიც ჰავაის კუნძულზე იზრდება და მთვარის შუქზე იშლება. სწორედ მისი სურნელი, დამახასიათებელი თვისებები და მთვარის მისტიკური ენერგეტიკა იქცა “Far Away Beyond The Moon”-ის შთაგონებად.


სუნამოს პრეზენტაცია AVON საქართველომ 31 აგვისტოს, განსაკუთრებულ გარემოში მოაწყო და ერთგულ მომხმარებელს ამჯერადაც დასამახსოვრებელი გამოცდილება შესთავაზა. საღამო Museum Hotel Tbilisi-ში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ახალი არომატის შთაგონებად ქცეული ისტორიები გაუზიარეს. როგორც AVON საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, მარიამ როხვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, პრეზენტაციის თარიღს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
“ახალი სუნამო “Far Away Beyond The Moon” არის ცნობილი “Far Away”-ის ხაზის უახლესი სუნამო, რომელიც ყველაზე საინტერესო და ინტენსიური სურნელით გამოირჩევა. სუნამოს მთავარ ნოტს ჰავაის კუნძულებზე ექსკლუზიური ტექნოლოგიით და მდგრადი წყაროებით მოპოვებული “Belle de Nuit“ – მისტიკური ღამის ყვავილი წარმოადგენს, რომელიც სავსე მთვარის ინტენსიურ შუქზე იფურჩქნება. ამიტომ შემთხვევითი არ ყოფილა სუნამოს ჩაშვების თარიღი, რომელიც სავსემთვარეობას დავამთხვიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ სუნამო შექმნილია ფრანგი პარფიუმერების, ჰერნან ფიგოლისა და ოლივერ ჟილოტინის მიერ, პარფიუმერიის სახლ “ჟივოდანში“, სადაც AVON-ის არაერთი საკულტო არომატი დაიბადა.” – აღნიშნავს მარიამ როხვაძე.
სუნამოს სრულყოფის პროცესში უამრავი დრო და წამყვანი სპეციალისტების შრომაა ჩადებული. იმისათვის, რომ ტექნოლოგიებს იდეალური შედეგი მიეღოთ, მრავალი ნიმუში დამზადდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია AVON ეკომეგობრული სტრატეგიით გამოირჩევა და სწორედ ამ მიდგომითა და ღირებულებების დაცვით შეიქმნა “Far Away Beyond The Moon”. სუნამოს ძირითად შთაგონებასთან ერთად, მომხმარებელი არაერთ ექსკლუზიურ ნოტს აღმოაჩენს.




ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კომპანიის დამოკიდებულებაც მომხმარებლისადმი და ის სიახლოვე, რომელსაც ბრენდი წლების განმავლობაში, მუდმივი უკუკავშირით ინარჩუნებს.
“AVON უკვე 15 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ძვირფას მომხმარებლებთან მუდმივმა კომუნიკაციამ, საშუალება მოგვცა, საკუთარი ნიშა განგვესაზღვრა. AVON-მა წარმატებით დაიმკვიდრა უნიკალური პოზიცია, როგორც ოქროს ბრენდმა, რომელიც აერთიანებს ყველაზე მომგებიან სამომხმარებლო გამოცდილებას – ხარისხს და ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, მრავალი წელია დიდი სიფრთხილით ვინარჩუნებთ ჩვენს საკულტო პროდუქტებს, რომლებიც AVON-ის ბრენდთან ასოცირდება და ხარისხისა და ეფექტურობისადმი ჩვენი ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია,” – ამბობს მარიამ როხვაძე. “კომპანიის პირდაპირი გაყიდვის ბიზნეს მოდელმა ასევე ხელი შეუწყო ქალების გაძლიერებას და განვითარებას, რამაც AVON აქცია არა მხოლოდ კოსმეტიკურ ბრენდად, არამედ პლატფორმად პირადი და ფინანსური კეთილდღეობისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ ადაპტირებას ბაზრის განვითარებადი დინამიკის და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, რათა შევინარჩუნოთ ბრენდი, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის პროდუქციას უზრუნველყოფს.”

და ბოლოს, AVON-ზე საუბრისას აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს, რომელიც კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. კომპანია აქტიურად ზრუნავს ქალების ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ამ მიზნით, 10 წელზე მეტია AVON აძლიერებს ვალდებულებას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებში. კომპანიის მორიგი საქველმოქმედო მიმართულება კი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც AVON წლებია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობს. როგორც მარიამ როხვაძე ამბობს, AVON-ის გუნდს მტკიცედ სჯერა, რომ სამყარო, რომელიც თანასწორ გარემოს ქმნის ქალებისთვის, ყველასათვის უკეთესია.