
2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანისა და პარიზში მოდის დიზაინერების მიერ შემოთავაზებულმა არაერთმა მომენტმა მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. ჩვენ ვიხილეთ დენილ ლის სადბიუტო კოლექცია Burberry-ისთვის, ასევე ჰარის რიდის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ნამუშევრები Nina Ricci-სთვის, ხოლო ლუდოვიკ დე სენ სერნენის – Ann Demeulemeester-ისთვის. გარდა ამისა, გაიმართა Gucci-ის ქალის პირველი კოლექციის ჩვენება იტალიური მოდის სახლიდან ალესანდრო მიკელეს წასვლის შემდეგ. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დემნამ Balenciaga-ს გახმაურებული სკანდალის შემდეგ პირველად წარადგინა კოლექცია, Miu Miu-ს პოდიუმზე კი თანამედროვეობის ისეთი აქტუალური სახეები მოგვევლინენ, როგორებიც არიან: ემა კორინი და მია გოთი.
Vogue Runway-ზე ამ სეზონზე ყველაზე ბევრჯერ ნანახი ჩვენებების ათეულში პირველი ადგილი Burberry-მ დაიკავა, ათეულში ასევე მოხვდა: Prada, Saint Laurent და Bottega Veneta. რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომლებიც წინა სეზონზე ათეულში ვიხილეთ, თუმცა ამჯერად სიაში ვერ მოხვდა, ესენია: Nensi Dojaka, რომელიც პირველ ადგილს იკავებდა, Valentino და Dolce & Gabbana.

ჩვენებები, რომლებიც 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე Vogue Runway-ზე ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა:
- Burberry (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
- Christian Dior (წინა სეზონზე: მე-2 ადგილი)
- Prada (წინა სეზონზე: მე-7 ადგილი)
- Miu Miu (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
- Gucci (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
- Saint Laurent (წინა სეზონზე: მე-6 ადგილი)
- Balenciaga (წინა სეზონზე: მე-5 ადგილი)
- Chanel (წინა სეზონზე: მე-3 ადგილი)
- Bottega Veneta (წინა სეზონზე: მე-4 ადგილი)
- Louis Vuitton (წინა სეზონზე: მე-8 ადგილი)