სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც Zara-მ ახალი სარეკლამო კამპანიისთვის მოდის ინდუსტრიის ყველაზე აღიარებული არტისტები აიყვანა. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო ფოტოებში სამოდელო ბიზნესის წამყვანი სახეები ლეგენდარული ფოტოგრაფის, სტივენ მეისელის ობიექტივში ვიხილეთ. ამ ამბავმა არა მხოლოდ ბრენდის ერთგული მომხმარებლის, არამედ მაღალი მოდის საერთაშორისო პრესის ყურადღება მიიპყრო. ამჯერად Zara-ს შესახებ კიდევ ერთი ამბავი უნდა გამცნოთ, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლეა.

ფოტოგრაფი: Steven Meisel
21 ოქტომბრიდან, ZARA-ს აპლიკაციიდან და ოფიციალური ვებ-გვერდიდან ქართველ მომხმარებელს ონლაინ შოპინგის საშუალება აქვს. თუ Zara.com-ის ხშირი სტუმარი ხართ, საიტზე შესვლისას შეამჩნევდით შეტყობინებას, რომ მალე, ონლაინ შეძენის სერვისი საქართველოდან იქნებოდა შესაძლებელი. მართლაც, საქართველოდან შესულ მომხმარებლებს დღეიდან ექნებათ წვდომა ბრენდის სრულ კატალოგზე. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განახლებადი კოლექციების შეძენა შესაძლებელი იქნება ZARA-ს აპლიკაციისა და Zara.com ვებ-გვერდის საშუალებით. მიწოდება განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
Zara, მსოფლიოს ტანსაცმლის უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი, 96 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო ონლაინ შეძენის სერვისი 64 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც ამ სერვისის დანერგვა შესაძლებელი გახდა.
მოგეხსენებათ, რითეილ გრუპ ჯორჯია ZARA-ს ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორია საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლები Fashionholics Online-თან საუბრისას აღნიშნავენ :
“თანამედროვე მსოფლიოში, გამოწვევების პასუხად, ონლაინ შეძენის ინტერესი და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ონლაინ გაყიდვების დაწყება ბრენდის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ZARA მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი. ვიცით, რომ ZARA-ს მომხმარებლები ამ შესაძლებლობას სულმოუთმენლად ელოდნენ და,იმედი გვაქვს, გავახარებთ ამ სიახლით”.
და მართლაც, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ონლაინ შოპინგის სერვისის გააქტიურება Zara-ს მხრიდან სტრატეგიული და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ნაბიჯია.
ასე რომ დღეიდან უკვე შეგიძლიათ Zara.com– ზე მრავალფეროვანი კოლექციების დათვალიერება, სასურველი მოდელების შერჩევადა სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და კომფორტულად შეძენა.