დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე არაერთი ცნობილი ბრენდის საერთაშორისო წარმომადგენლობას ვხვდებით. მათ შორის, ხარისხისა და გლობალური ავტორიტეტის გათვალისწინებით, Massimo Dutti ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მნიშვნელობა არ აქვს როგორ სამოსს ეძებთ – კლასიკურს, სპორტულს, თუ საქმიანი შეხვედრებისათვის განკუთვნილს – Massimo Dutti-ის კოლექციებში აუცილებლად აღმოაჩენთ დახვეწილი სტილისა და მაღალი ხარისხის პროდუქციას. საქართველოში, Massimo Dutti უკვე მრავალი წელია ოფიციალური ფილიალებით არის წარმოდგენილი, თუმცა,  ამჯერად, ჩვენი მკითხველისათვის სრულიად ახალი სასიხარულო ამბავი გვაქვს –  რამდენიმე დღეა, Massimo Dutti-ის აპლიკაციასა და ვებ-გვერდ massimodutti.com-ზე შესვლისას, მომხმარებლები ხედავდნენ შეტყობინებას, რომ მალე, ონლაინ შეძენის სერვისი საქართველოდან იქნებოდა შესაძლებელი. მართლაც, დღეიდან, 25 მაისიდან, საქართველოდან შესულ მომხმარებლებს წვდომა აქვთ ბრენდის სრულ კატალოგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის მუდმივად განახლებადი კოლექციების შეძენა, ადგილობრივ მომხმარებელს უკვე ბრენდის ოფიციალური  აპლიკაციისა და ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლია,  მიწოდება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

Massimo Dutti, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი პრემიუმ ბრენდია, რომელიც 74 ქვეყანაში, 677 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ბრენდი ქართულ ბაზარზე , 2012 წლიდან, 4 მაღაზიით ოპერირებს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც გლობალური გვერდიდან ონლაინ შეძენის სერვისის დანერგვა გახდა  შესაძლებელი. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, Fashionholics Online ესაუბრა “რითეილ გრუპ ჯორჯიას” წარმომადგენელს. შეგახსენებთ, რომ სწორედ “რითეილ გრუპ ჯორჯია” გახლავთ Massimo Dutti-ს ექსკლუზიური ფრენშაიზ პარტნიორი საქართველოში:

თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების პასუხად, ონლაინ შეძენის ინტერესი და მასზე მოთხოვნა  ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ონლაინ  გაყიდვების დაწყება ბრენდის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. Massimo Dutti მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი. ვიცით, რომ Massimo Dutti-ს მომხმარებლები ამ შესაძლებლობას სულმოუთმენლად ელოდნენ და, იმედი გვაქვს, ამ სიახლით გავახარებთ”.

Massimo Dutti მომხმარებლებს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. ბრენდი ერთმანეთს უთავსებს ბუნებრივ ელეგანტურ სილუეტებს და ურბანულ სტილს, ხოლო უმაღლესი ხარისხის მასალებისგან ქმნის კომფორტულ სამოსს, შესაბამისად, მისი კოლექციები იდეალური არჩევანია დახვეწილი სტილის მქონე თანამედროვე მომხმარებლისათვის, რომელიც ვიზუალთან ერთად, უპირატესობას  ხარისხს ანიჭებს. 

Massimo Dutti-ს ბრენდი, 1991 წელს,  დაარსებიდან 6 წლის შემდეგ, Inditex ჯგუფს შეუერთდა. 2001 წლიდან,  ბრენდის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სტრატეგია გახდა.  სხვადასხვა საქველმოქმედო კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, სპეციალური პროგრამები, თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობებისა და მენტალური ჯანმრთელობის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მუდმივად ახორციელებს. ამასთან ერთად, Inditex ჯგუფში შემავალი ყველა სხვა ბრენდის მსგავსად, ეკო-მეგობრული და მდგრადი განვითარების სტრატეგია Massimo Dutti-სათვის მნიშვნელოვანი განაცხადია. შედეგად, მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ გლობალური ხედვის რეალობაში  განსახორციელებლად.

Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანიაა და Massimo Dutti-სთან ერთად, საქართველოში ოპერირებას უწევს Inditex ჯგუფში შემავალ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის: Zara, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Oysho, Zara Home. Inditex ჯგუფი მსოფლიოში 6289, ხოლო საქართველოში 19 მაღაზიით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ  2020 წლის ოქტომბრიდან ქართველ მომხმარებელს Zara-ს გლობალური გვერდიდანაც აქვს  ონლაინ შეძენის შესაძლებლობა.