ახალი კამპანიისთვის სარა ბარტონის Alexander McQueen-ისთვის შექმნილი რომანტიკული და ელეგანტური ნამუშევრები, რომლებშიც მასკულინური და ფემინური ელემენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო.
ბრიტანელი ფოტოგრაფის, დევიდ სიმსის, გადაღებულ შავ-თეთრ და ფერად პორტრეტებზე აღბეჭდილები არიან როგორც სამოდელო, ისე სხვა სფეროების წარმომადგენლები. ლი ალექსანდრ მაკქუინის დაარსებული მოდის სახლის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას რეკლამას უწევენ: ნაომი ქემბელი, ელ ფენინგი, კაროლინა სპაკოვსკი, ელიოტ დე სმედტი, ლიუ ვენი, მომო ნდიაი, იზოლტი და ევა გრინი.
კოლექციის ჩვენება მარტის თვეში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. შოუ ნაომი ქემბელმა გახსნა და ლიუ ვენმა დახურა.
ფოტოები კამპანიიდან