მსახიობი ენგუს ქლაუდი, რომელიც მაყურებელმა სერიალ Euphoria-ში შესრულებული როლით გაიცნო, 25 წლის ასაკში გარდაცვალა. მისი სხეული ოკლენდის სამაშველო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორშაბათს აღმოაჩინა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა, ცნობილია რომ ქლაუდს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ მსახიობი ხმამაღლა საუბრობდა.
ენგუს ქლაუდმა პოპულარობა 2019 წელს მოიპოვა, როცა HBO-ს სერიალ Euphoria-ში ნარკოტიკების დილერის, ფეზკოს როლში გამოჩნდა. მიუხედავად სიუჟეტური ხაზისა, მისი პერსონაჟი მაყურებლისათვის საკმაოდ დადებითი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ენგუს ქლაუდი პროფესიონალი მსახიობი არ იყო და ის აგენტმა ბრუკლინის ქუჩაში აღმოაჩინა. მსახიობის გარდაცვალების შემდგომ, განცხადება გაავრცელა HBO-ს წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დამწუხრებულია ისეთი ნიჭიერი ადამიანის გარდაცვალების გამო, როგორიც ენგუს ქლაუდი იყო.
ოკლენდის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 25 წლის ენგუს ქლაუდის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო და ოფიციალური მიზეზი მისი დასრულების შემდეგ დასახელდება.