პროვოკაციული პერფორმანსებით, ნახატებითა და ინსტალაციებით ცნობილმა გერმანელმა ვიზუალურმა არტისტმა, ენ ინჰოფმა მუმი ჰაიატის შექმნილ და ბერლინში დაფუძნებულ კომუნიკანიკაციების სააგენტო Reference Studios-თან ერთად, მერჩენდაიზი გამოუშვა. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც მოიცავს: მაისურებს, ქურთუკს, ჰუდებსა და ქუდებს, Dover Street Market-ის ებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.

2017 წელს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში იმჰოფმა გერმანია წარადგინა და თავისი პერფორმანსის, “Faust”-ის დამსახურებით, “ოქროს ლომის” ჯილდოც მოიპოვა. მას შემდეგ, ენის დადგმებს მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული მუზეუმი მასპინძლობს, მათ შორის: Tate Modern ლონდონში და Palais de Tokyo პარიზში. დღესდღეობით, იმჰოფი თანამედროვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია.

ახალი მერჩენდაიზი ენის “EMO” კოლექციას ეფუძნება, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ლოს ანჯელესში, Sprüth Magers-ში გამოფინა.

BoF-ის ცნობით, Anne Imhof Collectibles კონცეფცია იმჰოფმა მოდელ და არტისტ ელაიზა დუგლასთან ერთად ჩამოაყალიბა. კოლექციის განვითარებაზე, წარმოებასა და დისტრიბუციაზე Reference Studios-მ იზრუნა. ხოლო პროექტზე კრეატიული კონსულტანტის და სტილისტის ამპლუაში მარკ გერინგმა იმუშავა.