იტალიური მოდის ლეგენდა, ჯორჯო არმანი სეზონიდან სეზონამდე ამტკიცებს, რომ როდესაც საქმე იტალიურ ლაქშერისა და ელეგანტურობას ეხება, მას კონკურენტი არ ჰყავს. შავი, რუხი, ვარდისფერი და იასამნისფერი ფერები მის კოლექციაში ერთმანეთს საინტერესოდ ენაცვლება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი საკმაოდ მყვირალაა, მაესტრო არმანის ოსტატობის მეშვეობით ისინიც კი, კლასიკურ იერსახეს იძენენ.

Emporio Armani შემოდგომა/ზამთარი 2023

MM6 Maison Margiela-ს კრეატიულმა გუნდმა, რომელსაც ფინელი ჰეიკი სალონენი ხელმძღვანელობს, მილანში ახალი კოლექცია წარადგინა. დეკონსტრუქციის და უნიფორმის უჩვეულოდ სტილიზირების სინონიმად ქცეულ ბრენდში, სტაბილურობა სუფევს, რომელიც “staple” ნივთების შექმნაზეა ორიენტირებული.

MM6 Maison Margiela შემოდგომა/ზამთარი 2023

“ამ კოლექციით უბრალოებას მინდა გავუსხვა ხაზი,” ამბობს მიუჩია ვოგთან საუბრისას. რაფ სიმონსთან ერთად წარსადგენ ახალ კოლექციაზე მან სტუმრებს საინტერესო მოსაწვევები გაუგზავნა: 560 გვერდიანი წიგნი სახელწოდებით “recycling beauty”, რომელზეც თეთრი ქაღალდით შესრულებული ორიგამი იყო მოთავსებული.

Prada შემოდგომა/ზამთარი 2023