2021 წლის ემის დაჯილდოება ფიზიკურ რეჟიმში ჩატარდა. საღამოს აბსოლუტური ტრიუმფანტი Netflix-ის “The Crown” გახდა 11 გამარჯვებით. საუკეთესო წამყვანი როლი დრამაში, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კატეგორიებში – ჯილდოები ოლივია კოლმანსა და ჯოშ ოკონორს გადაეცათ. ისევე, როგორც The Crown-ისთვის, დღევანდელი ემის დაჯილდოვება The Mandalorian-სთვისაც დიდი საღამო იყო, ორივე სერიალი 24 ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ქეით უინსლეტმა Mare of Easttown-ში შესრულებული როლისთვის გაიმარჯვა ნომინაციაში “მთავარი ქალის როლი მინი სერიალში”, ხოლო კომედიური ჟანრის წამყვანი შოუ Apple TV+-ის Ted Lasso გახდა, 20 ნომინაციითა და 4 გამარჯვებით.

იხილეთ ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე.