“Emily in Paris” იმ სერიალებს მიეკუთვნება, რომლებმაც ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცე გამოსვლიდან პირველივე კვირებში დაიპყრეს. ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ემილი კუპერის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სერიალის მიმართ არსებული ინტერესიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ Netflix -მა შოუს მეოთხე სეზონიც დაამტკიცა.

მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ “Emily in Paris” -ის მეოთხე სეზონი დაიყოფა ორ ნაწილად, თითო – ხუთ ეპიზოდს გააერთიანებს. პირველი ნაწილის პრემიერა 15 აგვისტოს შედგება, ხოლო მეორე ნაწილის – 12 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებები გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარიზში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთის დედაქალაქში დიდი გადაღებები შეზღუდული იქნება. სწორედ ამიტომ, Netflix -მა სერიალის მეოთხე სეზონის გადაღება 2024 წლის იანვარში დაიწყო და აპრილში დაასრულა.

სერიალის მთავარი გმირი ამ სეზონშიც ემილი კუპერია, რომლის როლსაც კვლავაც მსახიობი ლილი კოლინსი ასრულებს. წინა სეზონების მსგავსად, “Emily in Paris” -ის ახალი ეპიზოდებიც დატვირთულია მოდით. ოფიციალური ტრეილერი ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ამის თქმის საფუძველს გვაძლევს Netflix-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფოტოები მეოთხე სეზონიდან.

იხილეთ: