Netflix-ის ერთ-ერთი პოპულარული სერიალი Emily in Paris ბრუნდება. სერიალის მეოთხე სეზონს მაყურებელი ორ ნაწილად იხილავს. პირველი ნაწილის პრემიერა 15 აგვისტოს შედგება, მეორე ნაწილი კი 12 სექტემბერს გამოვა. შოუს ახალ სეზონში მოქმედება კვლავ პარიზში, მთავარი გმირის – ემილი კუპერის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ლილი კოლინზი განასახიერებს.
სერიალი Netflix-მა პირველად 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა. ეს არის ისტორია ამერიკელ მარკეტინგის სპეციალისტ ემილი კუპერზე, რომელიც სამუშაოდ პარიზში გადადის. რაც შეეხება ახალ სეზონს, როგორც ანონსიდან ირკვევა, მომავალ ეპიზოდებში ემილის ირგვლივ განვითარებული სასიყვარულო სამკუთხედის გაგრძელებას ვიხილავთ.
ნახეთ სერიალის – Emily in Paris მეოთხე სეზონის ტრეილერი: