ემილი რათაკოვსკი ვერსაჩეს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახეა. გავრცელებულ ფოტოებში, ემილის იასამნისფერი საქორწინო კაბა აცვია, რომელიც მაქმანებითა და ქალის თეთრეულითაა შთაგონებული.

ვერსაჩეს კრეატიულმა დირექტორმა, დონატელა ვერსაჩემ ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით: „ემილი, ამ კოლექციაში არარეალურად გამოიყურები!“

ემილისა და ვერსაჩეს შორის თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ წინა კვირას გახდა ცნობილი, როდესაც დონატელა ემილის პოდკასტის “High Low with EmRata”-ს მიწვეული სტუმარი იყო. ფოტოები გადასაღები მოედნიდან ემილის ინსტაგრამზე გამოჩნდა, სადაც მას ვერსაჩეს ვარდისფერი კაბა, ხოლო მის 2 წლის შვილს, სილვესტერს, საკუთარი ვერსაჩეს ლუქი აცვია.


ვერსაჩე გაზაფხული/ზაფხული 2023