“1990-იან წლებში, ციფრულ ფოტოგრაფიამდე, პოლაროიდებს იმის გასაგებად იღებდი თუ როგორი შეიძლება გამოსულიყო ფოტოსურათი, განათება, კომპოზიცია და პოზები,” – იხსენებს ლეგენდარული გერმანელი ფოტოგრაფი, Ellen von Unwerth ვოგთან ახალ ინტერვიუში. “ყოველი გადაღების ბოლოს, პოლაროიდებს უბრალოდ თავიდან ვიცილებდი. თუმცა მას მერე, რაც გავიგე, რომ ვიღაცამ ჰელმუტ ნიუტონს მათ შენახვაში 1000 დოლარი შესთავაზა, ამ თემას ოდნავ განსხვავებულად შევხედე!”
სუპერმოდელები Ellen von Unwerth-ის ობიექტივში




ელენის ნამუშევრები ინტიმურობითა და პროვოკაციულობით გამოირჩევა, რის გამოც კარიერის დასაწყისში, მას ხშირად სწორედ ჰელმუტ ნიუტონს ადარებდნენ.



7 ნოემბერს გერმანელი ფოტოგრაფის მორიგი გამოფენა გაიხსნება, რომელიც 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში გადაღებულ პოლაროიდებს გააერთიანებს. გამოფენას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აუქციონის სახლი – Phillips უმასპინძლებს.