სამხრეთ კორეული გოგონა ჯგუფის, Blackpink – ის წევრები ამერიკული ელის ოქტომბრის ნომერს ამშვენებენ. კორეელი არტისტებისთვის ამერიკაში მოდის და სტილის გავლენიანი გამოცემის ყდაზე მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ELLE Magazine ჰედლაინით გვამცნობს, რომ ახლა Blackpink მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გოგონათა ჯგუფია. YG Entertainment -მა ჯგუფი 2016 წელს შექმნა, მას შემდეგ Jisoo, Jennie, Rosé და Lisa არა მხოლოდ სამხრეთ კორეული და აზიური, არამედ დასავლური კულტურის ვარსკვლავებიც გახდნენ.
ELLE ამერიკა ოქტომბერი 2020:
BLACKPINK by Kim Hee June

Jennie შანელის სამოსში
Rosé სან ლორანის სამოსში
Jisoo დიორის სამოსში
Lisa სელინის სამოსში