ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი. ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ არჩევანი არ შეაჩერეს გლობალურად აღიარებულ ამერიკელ დიზაინერზე, პირიქით, მათ უდიდესი ხილვადობა მოუტანეს ისეთ დიზაინერს, როგორიცაა ქრისტოფერ ჯონ როჯერსი, ამერიკული მოდის ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელმაც საკუთარი სახელის ქვეშ პირველი დასრულებული კოლექცია სულ რაღაც 2 წლის წინ წარადგინა. აქედანვე ცხადია, რომ ქამალა ჰარისი და ჯილ ბაიდენი განაგრძობენ ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათი თითოეული გამოჩენა მოდაში მნიშვნელოვან სურათს შექმნის, თუმცა 2021 წლის 20 იანვრის შემდეგ, შეგვიძლია თამამად დავწეროთ, რომ მოდას კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი ჰყავს.

22 წლის Ella Emhoff ქამალა ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის ქალიშვილია. აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე პირველ ქორწინებაში 1992-2008 წლებში იმყოფებოდა. მოდის პრესის ყურადღება დაიმსახურა მოკრძალებულმა კოსტიუმებმა, რომლებიც ელამ მოირგო. Miu Miu-ს და Thom Browne-ს კომბინაცია – ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც უცხო თვალს შესაძლოა ზედმეტად ჩვეულებრივად მოეჩვენოს, თუმცა მოდის ინდუსტრიის ყურადღებას უმალვე მიიქცევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ელას სტილისტებმა, ჯილ ლინკოლნმა და ჯორდან ჯონსონმა, მიუ მიუს და თომ ბრაუნის შერჩევით, ელას, როგორც მოდის ახალი ფავორიტი გოგონას სტატუსის შექმნაში დიდი ნაბიჯი გადადგეს.

Miu Miu შემოდგომა/ზამთარი 2020

Thom Browne შემოდგომა/ზამთარი 2020