როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, გასული თვეების განმავლობაში, ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსისთვის მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობდა. Elite Model Look – ეს არის საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც ათობით ქვეყანაში ტარდება. კონკურსმა აღმოაჩინა ისეთი წარმატებული სუპერმოდელები, როგორებიც არიან: ჟიზელ ბუნდჩენი, კლაუდია შიფერი, ალესანდრა ამბროსიო და ა.შ.
Elite Model Look -ის 2022 წლის მსოფლიო ფინალი პრაღის მშვენიერ ციხესიმაგრეში გაიმართება. კონკურსზე საქართველოს 18 წლის სტუდენტი, ნინო სოსელია წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, ჩეხეთში “ელიტ მოდელ ლუქის” ფინალი პირველად გაიმართება. წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები იხსნება და ციფრული ღონისძიების ნაცვლად, ლაივ დაჯილდოებას ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, Elite Model Look Georgia -ს, ტრადიციულად, სამოდელო სააგენტო “IC MODEL MANAGEMENT” ატარებს.