ელი სააბმა ჩვეული ტიულით, მაქმანებით, ბუმბულებითა და თვლებით გაწყობილი კაბების ახალი, 2021 წლის გაზაფხული ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია გამოუშვა. შეზღუდვების გამო, ხელოვანებს ცვლებში უწევდათ მუშაობა. ყველაფერთან ერთად, ბეირუთში ჯერ კიდევ უმკლავდებიან გასული წლის აგვისტოში მომხდარ აფეთქებას. თუმცა ექსტრემალურ პირობებში მუშაობა ელი სააბისთვის სიახლე არ არის, მან კარიერა 1982 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც ისრაელმა ბეირუთი დაიპყრო.

ახალი კოლექციისთვის სააბმა ესკაპისტური ფანტაზია შექმნა სახელად Le Théâtre du Rêve (ოცნების თეატრი). “შევეცადე ბავშვობა გამეხსენებინა. კორონასა და აფეთქების გამო, ვიფიქრე საწყისებს დავბრუნებოდი. მსურს ვიფიქრო, რომ რასაც ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, ახალი თაობისთვისაა.” ამბობს დიზაინერი, “მინდა ვიფიქრო, რომ მათ შეუძლიათ ოცნება, რომ მათ სჯერათ იმის, რომ სილამაზე მაინც გადარჩება ყველაფრის მიუხედავად.”