24 მარტს ელი გოლდინგის მეხუთე სტუდიური ალბომის, “Higher Than Heaven”-ის, გამოშვება იგეგმება. მანამდე კი, თებერვლის დასაწყისში მუსიკოსმა თავისი ახალი სინგლი “Like A Saviour” და მასზე გადაღებული ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც მას Le Chic Radical-ის ინი და იანის ფორმის ვერცხლის საყურეები უკეთია.
“ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვიდეოა მათ შორის, რაც კი ოდესმე შემიქმნია,” – აღნიშნა ელიმ თავის ინსტაგრამ გვერდზე.
Le Chic Radical ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია, რომელიც 2018 წელს ნინა ივანოვნამ და გიორგი ვაზოვსკიმ დააარსეს. ისინი მოდის სფეროში წლების განმავლობაში ცალ-ცალკე მუშაობდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ესთეტიკისა და შთაგონების თახვედრის გამო, ერთობლივი პროექტის შექმნის იდეა გაუჩნდათ და მალევე გამორჩეული სამკაულების ბრენდი Le Chic Radical რეალობად აქციეს.
“Like A Saviour”