eBay მომხმარებლებს ძვირადღირებული ჩანთების შემდეგ, ახლა უკვე მდიდრული სამოსის Consignment სერვისსაც სთავაზობს. ამიერიდან ვებგვერდზე ისეთი ბრენდების ახალი და უკვე გამოყენებული სამოსი გაიყიდება როგორებიცაა: Dior, Fendi, Prada, Versace და ა.შ. ინიციატივა პლატფორმის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ექსპერტების ჩართულობით საკუთარი სამოსი თავიანთ სასარგებლოდ გაყიდონ.
© eBay
გარდა იმისა, რომ პროგრამა გაცილებით აადვილებს მდიდრული ნივთების გაყიდვას, პროცესი საკმაოდ მარტივია და ფორმის შევსებით იწყება, რომელიც რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემას გულისხმობს. ჩაბარების შემდეგ, ძვირადღირებული საქონლისთვის ფოტოების გადაღებას, ფასის განსაზღვრას და ვებგვერდზე განთავსებას Consignment პარტნიორი – Linda’s Stuff უზრუნველყოფს. ნივთის გაყიდვის შემდეგ, გამყიდველი (სელერი) შემოსავლიდან პროცენტს მიიღებს, რომლის ოდენობაც ღირებულებაზეა დამოკიდებული. მყიდველს კი ნივთთან ერთად, “ავთენტურობის გარანტია” ეძლევა. აღნიშნული ნაბიჯით, Consignment Fashion Resale სივრცეში, სადაც დომინანტ როლს The RealReal-ს ასრულებს, eBay თავის პოზიციას ამყარებს.