Vanity Fair-მა დენის ვილენუევას გახმაურებული ფილმის, Dune-ის მეორე ნაწილიდან ახალი კადრები გაავრცელა. ფილმში მოვლენები ზუსტად პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ვითარდება, რის გამოც რეჟისორი ტერმინს „სიქველი“ გაურბის და ამბობს, რომ მეორე ფილმი პირველი ნაწილის პირდაპირი გაგრძელებაა. „აღნიშნულ ტერმინებს შორის დიდი განსხვავებაა,“ ამბობს ვილენუევა.

ტიმოთი შალამე ფილმში Dune 2

ახლადგავრცელებულ ფოტოებში Dune-ის სამყარო კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს. პირველი ნაწილის მსგავსად, აქაც ვხედავთ განსხვავებულ რეალობას, რომელიც წარმოუდგენელი დეტალებითაა შექნილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოვლენები უდაბნოში ვითარდება, ის იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ პირველმა ნაწილმა კინემატოგრაფ გრეიგ ფრეიზერს ოსკარი მოუტანა. ჯამში, 2022 წელს, ფილმმა 10 ნომინაციიდან 6 ოსკარი მოიგო.

დენის ვილენუევა გადასაღებ მოედანზე

ახალ ნაწილში, რა თქმა უნდა განახლებულ სამსახიობო შემადგენლობასაც ვიხილავთ. მაგალითად, ოსკარის ნომინანტი და Elvis-ის ვარსკვლავი ოსტინ ბატლერი, რომელიც ფეიდ-რაუთჰას, ჰარკონენის პრინცის როლს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ 1980 წლის ეკრანიზაციაში, აღნიშნულ როლს სტინგი ასრულებდა. ასევე ფოტოებში ვხედავთ ახალ პერსონაჟს, პრინცესა ირულანს, რომელსაც ფლორენს პიუ ასრულებს. პრინცესა ირულანი იმპერატორ შადამ მეოთხის შვილია, რომლის როლსაც თავად ქრისტოფერ უოლკენი ასრულებს.

ტიმოთი შალამე
ზენდეია
რებეკა ფერგიუსონი
ლია სეიდუ
ხავიერ ბარდემი
ჯოშ ბროლინი
ოსტინ ბატლერი
დეივ ბაუტისტა
ფლორენს პიუ
სტელან სკარსგარდი

ახალ სიუჟეტურ ხაზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო Bene Gesserit-ის სექტანტი დების ისტორიაა, რომლის ფარგლებშიც ახალი პერსონაჟის, ლედი მარგოს როლს ფრანგი მსახიობი ლია სეიდუ ასრულებს. ვილენუევას თქმით, ლედი მარგო “სიურპრიზებით იქნება სავსე.” რაც შეეხება უკვე ნაცნობ პერსონაჟებს, ზენდეიასა და ტიმოთი შალამეს გარდა, ფილმში კვლავ ვიხილავთ ჯოშ ბროლინისა და რებეკა ფერგიუსონს.

ფილმის პრემიერა 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.