ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები და მოლოდინები მკვეთრად შეცვალა. თუ ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, შოპინგისათვის ყველაზე კომფორტული გარემო დიდი სავაჭრო ცენტრები იყო, დღეს საუკეთესო საშუალებად ონლაინ შესყიდვების პლატფორმები მიიჩნევა. ონლაინ შოპინგის დადებით ასპექტებზე საუბრისას, უპირველესად უნდა ვახსენოთ საზღვრების არარსებობა – სასურველი ნივთის შეძენა სრულიად სხვა კონტინენტიდან, მარტივად, საკუთარი კომპიუტერული, თუ მობილური მოწყობილობების გამოყენებით შეგვიძლია.
ქართულ რეალობაში, დროსთან ერთად, ონლაინ შოპინგის უფრო მეტი აპლიკაცია და ვებ-გვერდი ჩნდება – დღეს გვინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ქართული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა უპირატესობისა და ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს უფრო მეტ არჩევანსა და შესაძლებლობებს სთავაზობს.

Duds Store – ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ახალი სტარტაპია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. როგორც Fashionholics Online-თან საუბრისას დამფუძნებლები აღნიშნავენ, პანდემიის კრიზისულმა პერიოდმა და სავაჭრო ურთიერთობების გამოწვევებმა საშუალება მისცათ, რომ მოხმარებლის მოლოდინები, საქართველოში არსებული პრაქტიკის ნაკლოვანებები გადაეაზრებინათ და სწორედ მათ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სერვისი შეექმნათ. შედეგად, გაჩნდა “დადს სთორ” – ონლაინ შოპინგ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამყვანი მოდის სახლების ტანსაცმელი შეიძინოთ და კომპანიის საერთაშორისო საწყობებიდან პირდაპირ თქვენს მისამართზე მიიღოთ.
ამ სტატიაში შევეცდებით, Duds Store-ის რამდენიმე ძირითადი უპირატესობის შესახებ გიამბოთ.
ასეულობით წამყვანი ბრენდის ავთენტური პროდუქცია და მუდმივად განახლებადი კატალოგი
Duds Store-ის აერთიანებს ისეთი ბრენდების ავთენტურ პროდუქციას, როგორებიც არის: Balenciaga, Prada, Moschino, Calvin klein, Lanvin, Armani Jeans, Nike, Adidas და ასე შემდეგ. მაღალი მოდის სახლების კოლექციებთან ერთად, შოპინგ პლატფორმის ვრცელ კატალოგში საშუალო ბრენდების სამოსსაც აღმოაჩენთ. წარმოდგენილი ბრენდები განსხვავებული კონცეფციისა და სტილის სამოსს ქმნიან – ეს იმას ნიშნავს, რომ Duds Store-ის ციფრულ სივრცეში აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ ნივთს, როგორი სტილისა და დანიშნულების სამოსს, თუ აქსესუარსაც არ უნდა ეძებდეთ. გარდა გემოვნების მრავალფეროვნებისა, Duds Store-ზე წარმოდგენილი ასი ათასამდე ავთენტური მოდელი ყველა ასაკისა და სქესის მომხმარებლის სამიზნე აუდიტორიას მოიცავს.
შოპინგის მარტივი სისტემა განბაჟებისა და საფოსტო მომსახურების ხარჯების გარეშე
ონლაინ შოპინგს უამრავ დადებით ფაქტორთან ერთად, გარკვეული უარყოფითი მხარეც აქვს – ერთ-ერთი ასეთი თანმდევი დისკომფორტი დამატებითი ხარჯებია, რომელიც, სასურველი ნივთის შეძენის სიამოვნებას გარკვეულწილად ჩრდილავს. სწორედ ეს შეგვიძლია განვიხილოთ ქართული და გლობალური ონლაინ შოპინგის ბაზარზე Duds Store-ის მთავარ და ყველაზე სტრატეგიულ უპირატესობად – შეძენის შემდეგ, თქვენ არ მოგიწევთ განბაჟების თანხის გადახდა. იხდით მხოლოდ იმდენს, რა თანხასაც კონკრეტულად წარმოდგენილი ნივთის ღირებულება შეადგენს. ამასთან ერთად, Duds Store-ის ვებ-გვერდის მარტივი ნავიგაციის სისტემა საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ სასურველი ნივთი ვირტუალური მისამართების შექმნისა და მათი მითითების გარეშე – კომპანია თავადვე გთავაზობთ საფოსტო მომსახურებას, რომელიც სრულიად უფასოა. აღნიშნულ სერვისში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ წინასწარ განსაზღრული თანხის გადახდა, თუკი ნივთის მიღება დაჩქარებულ ვადაში გსურთ.
ოფიციალური პლატფორმა, როგორც ონლაინ შოპინგინგის გლობალური სივრცის ნაწილი
ალბათ, სოციალურ ქსელებში, ხშირად შეხვედრიხართ გვერდებს, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის ონლაინ შესყიდვების დროს, შუამავლის ამპლუაში წარმოგვიდგენენ თავს. თუ გამოცდილი, ფრთხილი და დაკვირვებული მომხმარებელი ხართ, დიდი ალბათობით, მსგავსი შემოთავაზებები გარკვეულ უნდობლობას აღძრავს თქვენში. ე.წ. არაოფიციალური “რესელერისაგან” განსხვავებით, Duds Store ავტორიზებული ქართული სტარტაპია, ოფიციალური საერთაშორისო ურთიერთობებითა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტებით.
აუთლეტ სისტემა და მუდმივად განახლებადი ფასდაკლების შემოთავაზებები
მაღალი მოდისა და ძვირადღირებული ბრენდების ერთ-ერთი მახასიათებელი მომხმარებლისათვის ნაკლები ხელმისაწვდომობაა. ხშირად, სწორედ აქ ჩნდება აუთლეტ სისტემა, როგორც მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბრენდის პოლიტიკის დამაბალანსებელი მექანიზმი. Duds Store-ის ვრცელი კატალოგი ძვირადღირებული ბრენდების გასული სეზონის კოლექციებს გთავაზობთ – ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრემიუმ ხარისხის მოდელების შეძენა საწყისზე ბევრად ნაკლებ ფასად შეგიძლიათ.
სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Duds Store-ის დამფუძნებლების თქმით, სტარტაპის დაარსებას წინ უძღვოდა ონლაინ შოპინგის გამოცდილების სიღრმისეული კვლევა. ადგილობრივ ბაზარზე აქამდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, Duds Store მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციას უდიდეს მნიშნვნელობას ანიჭებს. სტარტაპის ფეისბუქის ოფიციალური გვერდისა და ვებ-გვერდის მეშვეობით, ინტერაქციული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს კომუნიკაცია მუდმივად ხელმისაწვდომია, ნივთის შეძენის მომენტიდან, მის მიღებამდე.
და ბოლოს, როგორც ყველა ინდუსტრიაში, არსებული ახალბედა კომპანიის შეფასებისას – აქაც მნიშვნელოვანია სტრატეგია და ხედვა, რომელიც პლატფორმის განვითარებას უკავშირდება. შესაბამისად, Fashionholics Online დაინტერესდა Duds Store-ის სამომავლო გეგმებით. სტარტაპის დამფუძნებლების თქმით, მათი მიზანია უფრო მყარად პოზიციონირდნენ, როგორც გლობალური ონლაინ სავაჭრო ბრენდი, რაც რეგიონში ახალი ფილიალების დაარსებას და შესაბამისად, ოპერირების ქსელის გაზრდას უკავშირდება. ამასთან ერთად, იგეგმება უფრო მეტი ცნობილი და გავლენიანი საერთაშოროსო ბრენდის პროდუქციის დამატება. გარდა ამისა, ონლაინ შოპინგის ახალი ქართული სტარტაპის განვითარების სამომავლო სტრატეგია კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზანს მოიცავს, რისი მოსმენაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა – Duds Store ქართულ ბრენდებთან თანამშრომლობასაც გეგმავს. ლოკალური წარმოების პროდუქციის მსგავს ერთიან ციფრულ სივრცეში განთავსება კი, მის საერთაშორისო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, ქართული ბრენდებისა და დიზაინერების პოპულარიზაციას გულისხმობს.
Duds Store-ზე წარმოდგენილი კოლექციის დასათვალიერებლად, ეწვიეთ პლატფორმის ოფიციალურ ვებ-გვერდს:
Dudsstore.com