ორშაბათს, ცნობილი გახდა, რომ ალბანური ფესვების ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი, დუა ლიპა ფრანგული ბრენდის, „სენ ლორანის“ კოსმეტიკური ხაზის ახალი სახეა. დუა 2019 წლიდან თანამშრომლობს ბრენდთან,  იგი რეკლამას უწევდა  „სენ ლორანის“ ცნობილ სუნამო Libre-ს. ლიპასთან განახლებული და უფრო მასშტაბური კოლაბორაციით, ბრენდი ახალგაზრდა მომხმარებლის დაინტერესებას იმედოვნებს.

სიახლე დუასთან თანამშრომლობის შესახებ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ბრენდმა ინსტაგრამზე ყველა პოსტი მოულოდნელად წაშალა.