Saint Laurent-მა ახალი სუნამო – “Libre Flowers & Flames” გამოუშვა. ფრანგული მოდის სახლის თავის მოვლის ხაზის მორიგი პროდუქტის სახედ კი დუა ლიპა დასახელდა.

YSL Beauty-სთვის პარფიუმერების, Anne Flipo-ს და Carlos Benaïm-ის, შექმნილი სურნელი სუნამოების საკულტო ხაზის, Libre-ს, მორიგი დანამატია. მისი მთავარი შთაგონება უდაბნოს შროშანია, ყვავილი, რომელიც ცნობილია გამძლეობითა და მძიმე გარემო პირობებში ყვავილობის უნარით.

სუნამოს სარეკლამო კამპანიაში მონაწილე ბრიტანელი მუსიკოსი მაროკოს უდაბნოში ჩამავალი მზის ფონზე, უდაბნოს ყვავილით ხელში გვევლინება. აღსანიშვნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დუას Saint Laurnet-ის კამპანიაში ვხედავთ. ის უკვე გარკვეული პერიოდია, რაც “Libre”-ს წარმდგენი სახეა.