მალე მაყურებელი ყველაზე ცნობილ სათამაშოზე გადაღებულ ჰოლივუდურ კინოსურათს იხილავს. Barbie – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელიც საკმაოდ ხმაურიანად დაანონსებული პროექტია. როგორც უკვე ცნობილია, ფილმში მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს. მას პარტნიორობას რაიან გოსლინგი უწევს, რომელსაც კენის როლში ვიხილავთ. ახლახანს, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის სამსახიობო გუნდში ასევე არის მომღერალი Dua Lipa.

მარგო რობი / Dua Lipa

“ბარბის” შემქნელი 38 წლის ქალი რეჟისორო გრეტა გერვიგია. ცნობილია, რომ სიუჟეტი Matel-ის საკულტო სათამაშოსთან დაკავშირებულ არაერთ სტერეოტიპს უპირისპირდება. როგორც კინომიმომხილველი პრესა იუწყება, ფილმში ბარბისა და კენის მრავალ სხვადასხვაგვარ ვერსიას და საინტერესო ინტერპრეტაციებს ვიხილავთ. ფილმის პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგება.