მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერი, ბელგიური მოდის საკულტო ფიგურა და ანტვერპენის ექვსეულის საპატიო წევრი, დრის ვან ნოტენი საკუთარ ბრენდს ემშვიდობება. სიახლე ახლახან გავრცელდა მოდის ცნობილი გამოცემის, WWD-ის მიერ.
მოდაში გატარებული ოთხი დეკადის შემდეგ, დრის ვან ნოტენი მზად არის Dries Van Noten დატოვოს. დრისის ბოლო ჩვენება პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე ივნისში გაიმრთება.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს Dries Van Noten -ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.
წყარო: WWD