
დრის ვან ნოტენმა თავისი ახალი კოლექცია Le Dôme de Paris-ის სივრცეში წარადგინა. ჩვენების ინტიმური ატმოსფერო მაყურებელს საშუალებას აძლევდა კონცენტრირებულიყო ნამუშევრებზე, რომლებიც წარმოაჩენდა იმ სამოსისთვის ახალი სიცოცხლის შეძენის იდეას, რომელსაც ქალები ფლობდნენ და მათი პიროვნულობის ნაწილი გახდა. ბელგიელმა დიზაინერმა ყოველგვარი ზედმეტი ხრიკების, მასშტაბური და თვალისმომჭრელი სანახაობის მოწყობის მცდელობის გარეშე შეძლო ეჩვენებინა ის სიახლოვე, რომელიც ტანსაცმელსა და იმ პიროვნებას შორის შეიძლება არსებობდეს, რომელიც მისით იმოსება.
მან ახალ ქსოვილებს ძველებური იერი მისცა და ვინტაჟური ნივთების იმიტაცია შექმნა, რომლებიც გადაკეთებით, რაღაცის შემატებით ახალ სახეს იძენს. “ქსოვილების აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მინდოდა ასეთი შედეგი მიმეღო მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული მასალები სინამდვილეში ახალია,” – განაცხადა დრისმა თავისი ჩვენების შემდეგ. “მომწონს იდეა, რომ გარკვეული სამოსი შეიძლება შენი პიროვნულობის ნაწილად იქცეს და თუ მათ ჩაცმას შეწყვეტ, შენს პიროვნულობაში რაღაცას დაკარგავ.”
როდესაც ის, რაც გვიყვარს თავის პირვანდელ სახეს კარგავს, ვცდილობთ თავიდან მოშორების ნაცვლად აღვადგინოთ, შევცვალოთ, გადავარჩინოთ, რადგან ჩვენს ნაწილად მიგვაჩნია, ამ მასკულინური და ფემინური ელემეტების შერწყმით შექმნილი კოლექციის არსიც სწორედ ეს არის.
ჩვენების ჩანაწერი