რიგით მესამე კოლაბორაციის ფარგლებში, Dr. Martens-მა და Heaven by Marc Jacobs-მა ახალი მოდელები წარადგინეს, რომლებიც გაყიდვაში 20 ოქტომბრიდან გამოვა.
ბრენდებმა გასულ ზაფხულს შემოთავაზებული ფეხსაცმლის დიზაინი, რომელიც Dr. Martens-ის “Mary Jane”-ის სტილით იყო შთაგონებული, ამჯერად განახლებული სახით შემოგვთავაზეს. ხავერდის “Addina Bex” წარმოდგენილია შავსა და ბორდოსფერში. ფეხსაცმელების ვერცლისფერი ბალთები შემკულია დათუნიებით, რომლებიც 1990-იან წლებში გავრცელებულ მეგობრობის სამაჯურებს ეხმიანება.
© Dr. Martens
მოდელებს რეკლამას უწევს Aliyah – ინფლუენსერი, რომელმაც TikTok-ზე #AliyahCore ტრენდს ჩაუყარა საფუძველი.