კაილი ჯენერის ლუქმა, ლომის სახით, სკიაპარელის ჩვენებაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის არ ყოფილა. დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედიით“ შთაგონებული კოლექციის ჩვენებაზე, სტუმრის ამპლუაში, მომღერალი დოჯა ქეთი თავიდან ბოლომდე, 30.000 კრისტალისგან შემდგარი წითელი ლუქით მივიდა.

დოჯა ქეთი Schiaparelli-ს ჩვენებაზე (c) getty

ცოცხალი სკულპტურის განსახიერებაზე ლეგენდარულმა ვიზაჟისტმა, პატ მაკგრათმა და მისმა გუნდმა იმუშავა. ლუქის შექმნაში დენიელ როუზბერიმაც მიიღო მონაწილეობა. პატის თქმით, მუსიკოსის Swarovski-ს თვლებით ხელით „მორთვას“ 4 საათი და 58 წუთი დასჭირდა. „უნიჭიერეს დოჯასთან და დენიელ როუზბერისთან კოლაბორაცია უდიდესი სიამოვნება იყო. დოჯას მოთმენის უნარი და საქმის მიმართ თავდადება შთამაგონებელია.“ აღნიშნა მან. პატმა ასევე გაამხილა, რომ დოჯას ლუქის ინსპირაცია დანტეს “ინფერნო” გახდა და ლუქს “დოჯას ინფერნოც” უწოდა.

ინტერნეტსივრცეში დოჯას უჩვეულო ლუქს სათანადო რეაქცია მოჰყვა – ბევრისთვის ის ტრაიპოფობიის ერთგვარ “თრიგერად” იქცა (ტრაიპოფობია ერთად თავმოყრილი ხვრელების ან წვრილი, მრგვალი პატერნების მიმართ ზიზღის/შიშის შეგრძნებაა). თუმცა მუსიკოსისთვის უცნაური და ექსპერიმენტული სტილი უცხო ნამდვილად არ არის, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ეს ვინმეში რაიმე ფობიას.