26 ივლისს პარიზის ოლიმპური თამაშები იწყება. წელს მსოფლიო სპორტის უდიდესი მოვლენა ისე როგორც არასდროს დაკავშირებულია მოდის ინდუსტრიასთან. ამის პირველი მიზეზი ჩატარების ადგილია, რომელიც მოდის სამყაროს ცენტრის სტატუსს ფლობს. გარდა ამისა, პარიზის ოლიმპიური თამაშების მთავარი სპონსორია მოდის კონგლომერატი LVMH. მოდის და ოლიმპიადის კავშირი კიდევ ერთმა სიმბოლურმა დეტალმა გამოხატა – სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ათლეტებს უნიფორმები. წელს ინტერნეტის ფავორიტო მონღოლეთის უნიფორმა გახდა, რომელიც ქვეყნის ტრადიციული სამოსის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ელემენტების მატარებელია.
უნიფორმების ამსახველი ფოტოსესია სოციალურ ქსელებს მალევე ვირუსულად მოედო და მასზე მოდის გავლენიანი ჟურნალებიც ალაპარაკდა.
უნიფორმის დიზაინი მონღოლურ ბრენდს – Michel&Amazonka-ს ეკუთვნის, რომლის დამფუძნებლები დები არიან.
დღესდღეობით Michel&Amazonka მონღოლეთში ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური, ინოვაციური და პროგრესული ბრენდის სტატუსს ატარებს. ბრენდის ხელწერა ტრადიციულის და თანამედროვე ტრენდების მიქსია. ამერიკულ Forbes-თან 2019 წლის ინტერვიუში ბრენდის დამფუძნებელო დები მოდასა და ისტორიულ-პოლიტიკური წინაპირობების კავშირს შეეხნენ.
როგორც მათ, აღნიშნეს ფაქტი, რომ მონღოლეთის დემოკრატიული რევოლუციიდან მხოლოდ ორი ათწლეული გავიდა, თავისთავად განაპირობებს ასგილობრივი მოდოს განვითარების შეფერხებას. “ჩვენი მიზანია, Michel&Amazonka მსოფლიო მოდას დაეწიოს და
მისი ნაწილი გახდეს,” – აღნიშნეს დიზაინერებმა.
ნახეთ Michel&Amazonka-ს კოსტიუმები: