მარია გრაცია ქიურიმ Dior-ისთვის ინდური კულტურითა და ტექსტილის ტრადიციებით შთაგონებული კოლექცია შექმნა. დიზაინერი ინდოელ პარტნიორებთან ტექსტილზე სამი ათწლეულია მუშაობს. მისი თქმით, ეს კოლექცია მათი ოსტატობითაა შთაგონებული.
ქიურიმ პარალელი გაავლო მშობლიურ იტალიასა და ინდოეთს შორის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ტექსტილი და კოსტიუმი ორივე კულტურისთვის. “მსურს აღვნიშნო მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის,” განაცხადა დიზაინერმა WWD-სთან საუბარში. მან ასევე ხაზი გაუსვა ინდოეთის მნიშვნელობას მოდის სამყაროში. “მე მსურდა გარდერობის ტრადიციული ელემენტები თანამედროვე და ჩაცმადი გამეხადა,” – აღნიშნა მარია გრაციამ და ამასთან, ხაზი გაუსვა მათ მრავალფუნქიურობასაც, “ეს ჩემი აზრით, თანამედროვე გარდერობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.”
მარიამ აღნიშნულ კოლექციაში არქივებიც გამოიყენა, ერთ-ერთი მოსაცმელის დიზაინი კრისტიან დიორის 1948 წლის კოლექციიდანაა. აღსანიშნავია, რომ თავად კრისტიან დიორიც იღებდა შთაგონებას ინდური ტრადიციული კოსტიუმებიდან, მაგალითად, 1954 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სარის კაბების ვარიაციითაა შექმნილი.