შოტლანდიის მთიან რეგიონში მდებარე დრამონდის ციხესიმაგრეში მარია გრაცია ქიურიმ Dior Resort 2025 კოლექცია წარადგინა. შოტლანდიის ისტორიითა და პანკით შთაგონებული ჩვენების ერთ-ერთი მთავარი “გმირი” სწორედ ლოკაცია იყო – დრამონდ კასლის ბაღები შოტლანდიაში ყველაზე ლამაზადაა შეფასებული.

მარია გრაცია ქიურიმ ტრადიციად ქცეული ჩვევა, ითანამშრომლოს ადგილობრივ არტისტებთან რეზორტ ჩვენებების დროს, შოტლანდიაშიც არ დარღვეულა – ტვიდი და ქაშმირი მან Johnstons of Elgin-სგან შეიძინა, თავსაბურავები – რობერტ მაკისგან. ბოლოს დიორის ჩვენება შოტლანდიაში 1955 წელს ჩატარდა, როდესაც Gleneagles Hotel-ში გაიმართა დეფილე. ისტორიულ მიწაზე დაბრუნება მარია გრაცია ქიურის ერთგვარი პატივისცემაა დიორის წარსულისა და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყნისადმი. პოდიუმზე ვიხილეთ ტარტანი, კილტები, ტყავი და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

ჩვენებას წინა რიგებიდან თვალს ადევნებდნენ ვარსკვლავები: როზამუნდ პაიკი, ანია ტეილორ ჯოი, ლილი კოლინსი, ალექსა ჩანგი და ა.შ.

იხილეთ ჩვენება სრულად: