იტალიელი ფოტოგრაფის, ბრიჯიტ ნიედერმეირის თანამშრომლობა ფრანგულ მოდის სახლთან გრძელდება. ამჯერად, ბრიჯიტმა მოდელებს მედიჩების როლი მოარგო.
ქეთრინ მედიჩის, მე-16 საუკუნის დედოფლის შთაგონებით შექმნილ პორტრეტებზე ამავე პერსონით შთაგონებული კოლექციაა, რომელიც დიორის კრეატიულმა დირექტორმა, ასევე იტალიელმა მარია გრაცია ქიურიმ შექმნა.
მოდელები ფრეია როთმანი, ჯენ თომფსონი, შერი ში, სტელა ლუსია და კარლა პრეირა მუქ მწვანე ფონზე პოზირებენ, მაქმანებიანი კაბებით, კორსეტებითა და, რა თქმა უნდა, ბრენდის სხვადასხვა ჩანთებით.


აღსანიშნია ვინტაჟური დიორის პრინტით შესრულებული “ტოუტ” ჩანთა და თრენჩი, რომლებზეც პარიზის რუკაა გამოსახული. აღნიშნული პრინტი მაესტრომ საკუთარი შარფებისთვის შექმნა, ხოლო მარია გრაციამ ის აღნიშნული სეზონის მთავარ მოტივად გამოიყენა.

ნიდერმეირმა სრულად აიღო კრეატიული პასუხისმგებლობა კამპანიაზე, სტილისტი ელინ სვონია, ხოლო მაკიაჟისა და თმის ვარცხნილობებზე პიტერ ფილიპსმა და გუიდო პალაუმ იმუშავეს.
ნიდერმეირისა და დიორს შორის 10 წლიან თანამშრომლობაზე Rizzoli New York-მა შარშან სამაგიდე წიგნი გამოუშვა, სახელწოდებით “Photographie: Christian Dior by Brigitte Niedermair”, რომელიც ბრიჯიტისა და მარია გრაციას დუეტს მიეძღვნა, თუმცა წიგნში ბრიჯიტის დიორისთვის გადაღებული არქივული ფოტოებიცაა დაბეჭდილი.