ნიუ-იორკში ორი ქვეყნის კულტურა გაერთიანდა, როდესაც ბრუკლინის მუზეუმმა ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის, 2024 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. პარიზის ნაცვლად ამ ქალაქზე არჩევანის გაკეთებით, კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ პატივი მიაგო ბრენდის დამაარსებლის, კრისტიან დიორის, ნიუ-იორკით გატაცებას და ამ გადაწყვეტილებით, Dior-ის შეერთებულ შტატებთან კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო გახადა.


Dior შემოდგომა 2024
კოლექციის შექმნის პროცეში დიზაინერის ინსპირაციის მნიშვნელოვანი წყარო მარლენ დიტრიხი იყო – გერმანელი მსახიობი, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა, პარიზშიც ცხოვრობდა და Dior-ით დამშვენებული ხშირად ჩნდებოდა როგორც ეკრანზე, ისე ეკრანს მიღმა. კოლექციაში ინტეგრირებულია მასკულინური კოდები, დომინანტ ფერად კი შავი გვევლინება.
ნიუ-იორკში გამართულ შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც.
ჩვენების ჩანაწერი