ფრანგული მოდის სახლის იტალიელმა შემოქმედებითმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიმ მომდევნო კრუიზ შოუ დააანონსა.
“საბერძნეთი ყოველთვის ახლოს იყო ჩემს გულთან. ჩემთვის, როგორც რომის მკვიდრისთვის, ეს ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი კულტურის, ლიტერატურის, შემოქმედების აკვანი. მითოლოგიიდან ოდისეამდე, არქიტექტურიდან ფილოსოფიამდე, ათენი საოცნებო ადგილია შოუს გასამართად,” – ვკითხულობთ მის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბერძნული კულტურით ბრენდის დამაარსებელი, კრისტიან დიორიც აღფრთოვანებული იყო. 70 წლის წინ, დიორმა ოტ კუტიურის კოლექციის წარსადგენად გადაღება ათენში მოაწყო.
რაც შეეხება Dior-ის 2021 წლის კრუიზ შოუს, დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ჩვენება 17 ივნისს გაიმართება და მარია გრაცია ქიური ადგილობრივ ბერძენ ხელოვანებთანაც ითანამშრომლებს.