პირველად დიორის ისტორიაში, მოდის სახლისთვის სრული კოლექციის შექმნაში მონაწილეობა მუსიკოსმა მიიღო. ტრევის სკოტმა ფრანგული ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის მამაკაცის სამოსზე კიმ ჯონსთან ერთად იმუშავა. ინფორმაცია ჩვენებამდე ერთი დღით ადრე WWD-მ გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც კიმმა დიორში კრეატიული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ის ყოველ სეზონზე სხვადასხვა არტისთან თანამშრომლობს. ჩვენ უკვე ვიხილეთ Amoako Boafo-ს, Kenny Scharf-ის და Peter Doig-ის ხელწერა დიორის კოლექციებში, დაახლოებით ერთი კვირის წინ Sacai-სთან კოლაბორაციაც გამჟღავნდა. ამჯერად გრემიზე ნომინირებული ამერიკელი რეპერის, სიმღერების ავტორის, პროდიუსერის, ბიზნესმენისა და დიზაინერის, ტრევის სკოტის, ჯერი დადგა.
სკოტთან თანამშრომლობით შექმნილი დიორის კოლექციის ჩვენება 25 ივნისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. 18 თვის შემდეგ, პრეზენტაციას ცოცხალი აუდიტორიაც დაესწრება. დღის 2:30 საათზე (CET) დადგმილი შოუს ყურება ასევე შესაძლებელი იქნება Dior-ის ოფიციალურ საიტზე.