დიორის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება პეკინში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის მიზეზით შოუს ყურება მხოლოდ ეკრანებზე გახდა შესაძლებელი. შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა ბევრი სხვა დიზაინერისგან გასხვავებით კოლექცია ტრადიციული ფორმით წარადგინა და ვირტუალურ პლატფორმებზე ჩვენების ჩანაწერი გაეშვა.
„ადამიანების 99,9% პროცენტი ჩვენებას მაინც ეკრანებზე უყურებს. რატომ უნდა გააკეთო ფილმი, როცა შეგიძლია უბრალოდ ჩვენება ჩაწერო, ჩვეულებრივ ხალხი კოლექციას ისედაც ასე ნახულობს.“
კიმ ჯონსი
კოლექციის შესაქმნელად კიმ ჯონსმა Keith Haring – ის და Jean-Michel Basquiat – ის თანამედროვე არტისტ Kenny Scharf – თან ითანამშრომლა, შედეგად კი ფერადი, დახვეწილი, დადებითი ემოციებით სავსე, სახალისო გრაფიკული პრინტებით გაფორმებული, ნათელი კოლექცია მივიღეთ, რომელიც ბნელ დროში განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია. ჯონსის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. „მინდოდა რაღაც ამაღლებული შემექმნა,“ – ამბობს ის. „რაღაც, რაც შვების მომგვრელი იქნებოდა იმ უცნაური სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ და ყველას შეძლებოდა ათი წუთის განმავლობაში ყველაფრის დავიწყება.“
კრისტიან დიორმა თავისი ბრენდი ოპტიმიზმის იდეით დააფუძნა. მან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხალხს თავისი შემოქმედებით განუცხადა, რომ ევროპა ბომბების ცვენით დაღლილი იყო და ფეიერვერკების გაშვების დრო დამდგარიყო. 2020 წელს დიორის კაცის ხაზში ისეთივე ღირებულებები აქვთ, როგორიც ბრენდის დამაარსებელს ჰქონდა.
Dior Men Pre-Fall 2021
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: კიმ ჯონსი