თებე მაგუგუმ Dior-ისთვის კაფსულა კოლექცია შექმნა. კოლაბორაცია საქველმოქმედო პროექტისთვის შედგა.
თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს შარლიზ ტერონის 2007 წელს შექმნილ საქველმოქმედო ასოციაცია – Charlize Theron Africa Outreach Project-ს, გაუმჟღავნებელი დონაცია განხორციელდა. CTAOP ფინანსური ინვესტიციების გაღებითა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად ჯანდაცვის, განათლებისა და უსაფრთხოების კუთხით ანხორციელებს პროგრამებს.
ფრანგული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელ დიზაინერს საყოველთაოდ ცნობილი სილუეტის, New Look-ის, ახლებური ინტერპრეტაცია “თავისი თანამედროვე ფემინისტური ხედვით” სთხოვა.
2019 წლის LVMH Prize-ის გამარჯვებული დიზაინერის Dior-ის მოდის სახლთან პარტნიორობით შექმნილი კოლექცია მოიცავს ბამბის მაისურს, რომელზეც წარმოდგენილია ორი ხელჩაკიდებული ქალის ნახატი. კოლექციიდან ეს ნივთი სამხრეთ აფრიკაში იწარმოება. ასევე – ტიულის ქვედაბოლოს, ქუდს, ჩანთას, შარფსა და ჩექმებს.
Thebe Magugu x CTAOP
კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მისი შეძენა 27 ოქტმობრიდან პარიზში, ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესსა და კალიფორნიაში მდებარე Dior-ის მთავარ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.