იტალიური ბრენდის Diesel S.p.A.-ს ამერიკულმა იუნიტმა Diesel USA-მ, რომელიც 1995 წლიდან შეერთებულ შტატებში აწარმოებს ჯინსებს, კრედიტორებისგან თავდასაცავად 5 მარტს, სასამართლში შეიტანა საბუთები და დაადასტურა, რომ იუნიტი გაკოტრდა. ბრენდის განცხადებით, მათი დანაკარგი მუდმივად იზრდება, გაყიდვები კი კლებულობს. გაკოტრების მიზეზებად ასევე სახელდება ბრენდის მაღაზიების შესანარჩუნებალდ დახარჯული დიდი თანხა და კიბერ თაღლითობა.
თუმცა ეს სულაც არ არის ახალი ამბავი, ბრენდი ბოლო 6 წლის მანძილზე მუდმივად კარგავდა ფულს და წლიური გაყიდვები 53%-ით, ანუ 104 მილიონ დოლარზე დაეცა.
ბრენდის მთავარმა რესტრუქტურიზაციის ოფიცერმა მარკ სამსონმა განაცხადა, რომ Diesel USA-ს დახურვა არ იგეგმება, თუმცა გადაწყვიტეს ხარჯების შესაცმირებლად 28 მაღაზია დახურონ და 3 წლიანი ბიზნეს გეგმით მიზნად ისახავენ ბრენდის გაუმჯობესებასა და სოცილური ქსელების ინფლუენსერებთან თანამშრომლობას, რომ ახალი თაობის ყურადღება მიიპყრონ და მათი მოზიდვა შეძლონ.