
19-21 მაისს იაპონიაში “დიდი შვიდეულის” სამიტი გაიმართა, რომელზეც ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება.
G7-ის წევრის, დიდი ბრიტანეთის, პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა სამიტზე უკრაინის მიმართ მხადაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და რუსეთზე დაწესებული ახალი სანქცია წარადგინა, რომლის თანახმადაც დიდ ბრიტანეთში იკრძალება რუსული წარმოშობის ბრილიანტის იმპორტი.
2021 წელს რუსული ბრილიანტის ინდუსტრიის ღირებულებამ ექსპორტზე $4 მილიარდი შეადგინა.

რიში სუნაკი © Stefan Rousseau/PA
“ჩვენ ყველას გვჯერა მსოფლიოსი, სადაც ხალხი წესებით თამაშობს. გვჯერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის ძალის. ასეთ საკითხებზე რეაგირებას უნდა ვახდენდეთ,” – განაცხადა სუნაკმა BBC-სთან ინტერვიუში. “რუსეთზე სანქციების ახალ ტალღას ავამოქმედებთ. მჯერა და მწამს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამჯერადაც გვერდში დაგვიდგებიან, რაც ამ სანქციებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი თავისი უკანონო ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის.”
წლის ბოლოსთვის დიდ ბრიტანეთში ბრილიანტთან ერთად ასევე აიკრძალება რუსეთისგან სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის მიღება.