“მთელი კოლექცია არის ქალზე, რომელიც თავის სხეულს ეუფლება. ამ სივრცეში პატარა რევოლუცია მოვაწყეთ. ვფიქრობ, რომ სხვისი სხეულებით მეტისმეტად სარგებლობენ. ირანის საპროტესტო ტალღამ ამაზე ღრმად დამაფიქრა და კოლექციის საწყის წერტილად იქცა,” – განაცხადა Dilara Fındıkoğlu-მ ჟურნალისტებთან თავის ახალ კოლექციაზე საუბრისას, რომელსაც “ეს მამაკაცის ტერიოტორია არ არის” უწოდა.
თურქეთში დაბადებული დიზაინერის თქმით, ქალის სხეულის და მისი არჩევანის მუდმივმა განსჯამ ის ბრაზით აავსო და გადაწყვიტა პოდიუმზე “მოკრძალება გაენადგურებინა.” დილარას პოლიტიკური და ფემინისტური გზავნილი კი ყველაზე მკაფიოდ ჩვენებაზე წარმოდგენილმა ბოლო კაბამ გადმოსცა. დრამატულ დიზაინს 200 ვიქტორიანული დანა ჰქონდა მიმაგრებული.

© Vogue Runway
მოდელმა უზომოდ მამაცი ქალი განასახიერა და როგორც Vogue-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, ის ჟანა დ’არკის რეინკარნაციად მოგვევლინა, რომელიც დიზაინერის თქმით, “რევანშისთვის დაბრუნდა. მას ისე აცვია, როგორც სურს. და თავისი დანები აქვს.”
ჩვენების ჩანაწერი