Loewe-მ ახალი კამპანია გამოაქვეყნა. მასში მონაწილეობას იღებს ინგლისელი მსახიობი დენიელ ქრეიგი, რომელიც პროექტისთვის დევიდ სიმსის ობიექტივში მოექცა. ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი ბრენდისთვის ჯონათან ანდერსონის კრეატიული დირექტორობით შექმნილ 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციას უწევს რეკლამას. კამპანიაში ასევე გვხვდება Loewe-ს გლობალური ელჩი გრეტა ლი.
56 წლის მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ კამპანიას ინტერნეტ სივრცეში დადებითოი გამოხმაურება მოჰყვა და მალევე მოიცვა სოციალური ქსელები. მოდის სახლის განცხადებით, კამპანია სწავლობს თუ როგორ ძლიერ უკავშირდება პერსონაჟები და მათი სამოსი ერთმანეთს.